Friday, November 4, 2011

ელემენტთა მეჯლისი

პროექტის მიზანი: აზიაროს მოსწავლე მეცნიერება ქიმიის საფუძვლებს, განუვითაროს ინფორმაციის მოპოვების, გამოყენების,კვლევის უნარ–ჩვევები.შეიცნოს და გაითავისოს სამყარო იგრძნოს პასუხისმგებლობა ჯგუფური მუშაობის დროს ჩამოუყალიბდეს თანამშრომლობის უნარი.
მიზნობრივი ჯგუფი: მე–9 კლასი.
მოსწავლეთა რაოდენობა–8
შესასრულებელი ვადები: 24.10–4.11
მოსწავლეთა სრული აღწერა.მოსწავლეები დაიყოფიან 3 მუშა ჯგუფად.
I-ჯგუფი–შემოქმედებითი ჯგუფი. შექმნან აკროსტიქი, კროსვორდები, ნახატები, სახალისო მოთხრობები ქიმიურ ელემენტებზე.
II-ჯგუფი–მკვლევარები. წარმოადგინონ კვლევა: რისგან შედგება დედამიწა, მზე, სხვადასხვა საგანი, ცოცხალი ორგანიზმები. რომელი ქიმიური ელემენტები შედიან მათ შედგენილობაში, რა როლი აქვთ ქიმიურ ელემენთებს.
III-ჯგუფი–ინფორმატორები. წარმოადგენენ ინფორმაციებს ქიმიური ელემენტების სახელწოდების წარმოშობის,ქიმიური ენის საფუძვლების,გინესის წიგნში შეტანილი ქიმიური ელემენტები რას მოგვითხრობენ.რა ფიზიკური თვისებებით ხასიათთებიან ქიმიური ელემენტები.
სტ; VII.11
შედეგი: ადეკვატურად იყენებს ქიმიური ელემენტების სიმბოლოებს,ადარებს ქიმიურ ელემენტსა და მარტივ ნივთიერებებს. მსჯელობს მათ შორის განსხვავებაზე.
სტ;VIII.11
შედეგი: აგროვებს მასალას ქიმიური ელემენტების შესახებ, ამზადებს რეფერატს, აკეთებს პრეზენტაციას.
პროექტის მოკლე აღწერა:
ელემენტების სახელწოდებების შესწავლა,დაწერა,გამოთქმა,წარმომავლობის დადგენა.ყურადღების გამახვილება ძირითად ქიმიურ ელემენტებზე,თითოეული ქიმიური ელემენტების ფიზიკური თვისებების აღწერა,რა როლი აკისრიათ მათ სიცოცხლის შენარჩნებისათვის,რის შედგენილობაში შედიან ქიმიური ელემენტები.სახალისო გამოცანების,კროსვორდების,ჩანახატების,ნახატების, მოთხრობების,აკროსტიქების შექმნა.
აქტივობები:აზრთა შეჯერება,პრეზენტაციები მოძიებულ მასალებზე. ნამუსევრების განთავსება ბლოგზე.მონაცემების შეტანა ცხრილში, ჩანახატების გაკეთება.ნამუშევრებისა და ფოტოების გამოფენის მოწყობა.
შედეგები: ბლოგის  შექმნა,ფოტო გამოფენის მოწყობა,ქიმიური ელემენტების ფიზიკური თვიებების  შესწავლა.წარმოდგენის შექმნა და ინტერესის გაღვივება საგან საბუნებისმეტყელო მეცნიერება ქიმიაში.
საგნობრივ ჯგუფთან |ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი| ბიოლოგია,ფიზიკა.
სასარგებლო სხვებისთვის. მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ქიმიური ელემენტების სახელწოდების, წარმოშობის,ფიზიკური თვისებების,როლის შესახებ.
კავშირი სხვა სკოლებთან–არა.
პროექტის ფალსილიტატორი–ქეთევან ბერძენიშვილი.
ელ.ფოსტის მისამართი–ketevan. Berdzenishvili@com.